საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ნატოს სახმელეთო სარდლობის შტაბის უფროსს უმასპინძლა

საქართველოში ვიზიტით ნატოს სახმელეთო სარდლობის (LANDCOM) შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი მუსტაფა ოღუზი იმყოფება. დღეს ნატოელ გენერალს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორ მუსტაფა ოღუზს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სახმელეთო სარდლობის (LANDCOM) მხრიდან საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებისთვის გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე აღნიშნული თანამშრომლობისა და პარტნიორობის გასაძლიერებლად გენერალ-მაიორ მუსტაფა ოღუზის პირადი ჩართულობა ხაზგასმით აღინიშნა.

„გენერლებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს და უკრაინას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვაში მხარდაჭერა გამოუცხადეს. გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილმა აღნიშნა წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობა ნატოს სახმელეთო სარდლობასა და საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის ნატო-საქართველოს სწავლებების დაგეგმვისა და აღსრულების კუთხით.

თავდაცვის ძალების მეთაურის განცხადებით, სარდლობასთან მჭიდრო თანამშრომლობითა და უწყვეტი მხარდაჭერით ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) შეიქმნა და განვითარდა, რომელიც ნატოს სტანდარტის სწავლებებს წარმატებით მასპინძლობს. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო