ანონსი 28 აპრილი

28 აპრილს, 10:30 სააათზე, იმუნოლოგი, კლინიკა „ნიუ ლაბ-ის“ ხელმძღვანელი გიორგი კამკამიძე „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: რესპირატორული ინფექციები; ვირუსის ახალი ქვეშტამი; ზაფხულის სეზონის ვირუსები - ყირიმ-კონგოს ცხელება; კორონავირუსი და კოვიდკლინიკებში გაფლანგული მილიონები; ვაქცინაცია 5 წლიდან.

მის: ერწოს ქ.N11.

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599 72 65 65

28 აპრილს, 11:00 საათზე, თბილისის მთავრობის სხდომა გაიმართება.

28 აპრილს, 11:00 საათზე, უკრაინელების დასაქმების მხარდაჭერის მიზნით, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველო-უკრაინის ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გაიმართება მრგვალი მაგიდა „საქართველოში მყოფი უკრაინელებისთვის დასაქმების შესაძლებლობებები“.

მრგვალ მაგიდაში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის საელჩოს წარმომადგენლები, ბიზნეს ასოციაციები, კერძო კომპანიები და დასაქმების პროცესის ინიციატორი ორგანიზაციები.

მის: შოთა რუსთაველის გამზ.29, სასტუმრო „ბილტმორ თბილისი“

საკონტაქტო: 555 38 68 98

28 აპრილს, 11:15 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას პრესკონფერენცია გაიმართება. თემა: „ეპიდვითარება ქვეყანაში. 5 - 11 წლის ბავშვების აცრის და ვაქცინის მეოთხე დოზის გამოყენების საკითხები“.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

28 აპრილს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „5 - 11 წლის ბავშვების აცრის და ვაქცინის მეოთხე დოზის გამოყენების საკითხები. ეპიდვითარება ქვეყანაში. ბავშვებში გავრცელებული რესპირატორული ვირუსი“.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

28 აპრილს, 11:45 საათზე, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, დავით სერგეენკო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან, ასაფ ჰაჯიევისთან და ასამბლეის ფინანსურ საკითხებში ვიცე პრეზიდენტ, ჯემალ ოზთურქისთან შეხვედრას გამართავს.

მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

28 აპრილს, 12:00 საათზე, სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ორგანიზებით საჯარო დისკუსია გაიმართება.

თემა: უსაფრთხო სამუშაო გარემო საქართველოში.

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარესა და მოადგილეებთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: პროგრამის დირექტორი, სტივენ გრეგორი მასატი, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი - ბექა ფერაძე; დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი - ელგუჯა მელაძე;

მის.: რუსთავი, რუსთაველის 30ა,

საკონტაქტო: ნინა რაზმაძე - 514 000 432

28 აპრილს, 13:00 საათზე, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) საერთაშორისო კონფერენციას „საქართველოს ციფრული ტრანსფორმაცია: წინმსწრები ნაბიჯები ევროინტეგრაციის გზაზე“ გამართავს. მის: ვარდების რევოლუციის მოედანი #1, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“

საკონტაქტო: მაგდა გუგავა - 599 42 02 06

28 აპრილს, 14:00 საათზე საქართველოს სახალხო დამცველი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან ერთად ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალებისა და გოგოების რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების საკითხებზე შემუშავებული სპეციალური ანგარიშების პრეზენტაციას გამართავს.

მის: სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერია"

28 აპრილს, 14:00 საათზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართება.

თემა: ტრანსნაციონალური დანაშაული

მის: გორგასლის ქ.#24.

28 აპრილს, 16:00 საათზე, საქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით თბილისში ყაზახი მოაზროვნისა და პოეტი-განმანათლებლის აბაი კუნანბაევის ძეგლის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიამრთება.

მის: თემქის დასახლება, ანაპის 414-ე დივიზიის სახელობის ქ. კ-16 ის მიმდებარედ.

28 აპრილს, 19:00 საათზე, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის ოჯახი პრესკონფერენციას გამართავს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს