ვლადიმერ პუტინი - ზოგიერთ საერთაშორისო მოედანზე მუშაობა უაზრო გახდა, საკუთარ პრობლემებს მიხედონ - დასავლეთის გეგმები რუსეთის ეკონომიკური მოგუდვის შესახებ, ჩაიშალა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ზოგიერთ საერთაშორისო მოედანზე მუშაობა უაზრობა გახდა. ამის მაგალითად მან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დაასახელა და განაცხადა, რომ მათ თავი ამოწურეს.

„ზოგიერთი ეს მოედანი შეიქმნა 90-იანების დასაწყისში არა ევროპაში ურთიერთობათა ჰარმონიზაციისთვის, არამედ იმიტომ, რომ ზეგავლენა მოეხდინათ პოსტსაბჭოთა სივრცეზე. ამ ინსტრუმენტებმა თავი ამოწურეს, ისინი აღარავის სჭირდება. საკუთარ პრობლემებს მიხედონ. იბრძოლონ ხელფასის მატებაზე და იმ პრობლემების გადაწყვეტაზე, რომლებიც მათთან სავსეა“, - განაცხადა პუტინმა.

პრობლემებს შორის მან ადამიანის უფლებები, ქალთა უფლებები და შრომის ბაზარზე ქალთა უთანასწორო პირობებში ყოფნა დაასახელა.

„ევროპასა და შტატებში ეს პრობლემები მრავლად არის. საკუთარ პრობლემებს მიხედონ“, - განაცხადა პუტინმა.

მანვე თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკური გაგუდვის გეგმა ჩავარდა.

„მოგვიანებით დასავლეთში ასევე დაიწყეს მასობრივი მომზადება რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ომისთვის. ნაბიჯ-ნაბიჯ, ყველანაირი საბაბით, ზოგჯერ უბრალოდ ახალი სასანქციო შეზღუდვები შემოიღეს ყოველგვარი საბაბის გარეშე. სხვათა შორის, დღევანდელი გეგმები ეკონომიკური მოგუდვის შესახებ, ასევე, ჩაიშალა“, - თქვა პუტინმა საკანონმდებლო საბჭოში გამოსვლისას.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა