IRI  - გამოკითხულთა 71% ამბობს, რომ საქართველო სულ უფრო მეტად პოლარიზებულია - 60%-ს სურს, რომ მომავალ არჩევნებზე ახალი პოლიტიკური პარტიები იხილოს

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) უახლესი საზოგადოებრივი აზრის კვლევა (Center for Insights in Survey Research) აჩვენებს, რომ მოქალაქეებს აწუხებთ ეკონომიკური პრობლემები, პოლიტიკური პოლარიზაცია და ამავდროულად, რუსეთისგან მომავალი გაზრდილი საფრთხეები. ამის შესახებ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI0 მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ინფორმაციის თანახმად, კითხვაზე, თუ როგორ შეიცვალა ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა ბოლო 1 წლის მანძილზე, გამოკითხულთა 76% ამბობს, რომ მდგომრეობა მნიშვნელოვნად ან მეტ-ნაკლებად გაუარესდა.

რესპონდენტთა მხოლოდ 6% თვლის, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა.

"საქართველოს მოქალაქეებისთვის, ეკონომიკური მდგომარეობა კვლავაც რჩება ყველაზე მთავარ გამოწვევად. კვლევა აჩვენებს, რომ უმუშევრობისა და გაძვირებული ცხოვრების შედეგად გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად მეტი ქმედითი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო“, - განაცხადა "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" ევრაზიის წარმომადგენლობის დირექტორმა სტივენ ნიქსმა.

ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში გამძაფრებულია პოლიტიკური პოლარიზაციის შეგრძნება.

კითხვაზე, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა საზოგადოების დაყოფისკენ არის მიმართული თუ გაერთიანებისკენ, გამოკითხულთა 71% ამბობს, რომ საქართველო სულ უფრო მეტად პოლარიზებულია.

მზარდი პოლარიზაციის ფონზე, საქართველოს მოქალაქეების 60%-ს სურს რომ მომავალ არჩევნებზე ახალი პოლიტიკური პარტიები იხილოს.

"მონაცემები ცხადყოფს, რომ მოქალქეები კვლავ გრძნობენ მზარდ პოლარიზაციას ქვეყანაში, მაშინ როცა მათი მოთხოვნა პოლიტიკური შეთანხმება, კონსენსუსისკენ სვლა არის. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას არჩევნებზე ახალი პარტიების ხილვა სურს", - განაცხადა სტივენ ნიქსმა.

კვლევა ასევე აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეები რუსეთს კვლავაც მთავარ საფრთხედ აღიქვამენ. გამოკითხულთა 90% რუსეთს ძირითად პოლიტიკურ საფრთხედ თვლის ხოლო, 83% - რუსეთს სერიოზულ ეკონომიკურ საფრთხედ მიიჩნევს.

კვლევა ჩატარდა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1486 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 64 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო