გაეროს გენერალური მდივანი უკრაინაში ჩავიდა

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში უკრაინაში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას გუტერეში ,,ტვიტერის" გვერდზე ავრცელებს.

,,უკრაინაში, მოსკოვში ვიზიტის შემდეგ ჩამოვედი. ჩვენ, ჰუმანიტარული მხარდაჭერის გაფართოებისა და კონფლიქტის ზონებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის უზრუნველსაყოფად მუშაობას გავაგრძელებთ. რაც უფრო მალე დასრულდება ეს ომი, მით უკეთესი იქნება უკრაინის, რუსეთისა და მსოფლიოსთვის", - წერს გუტერეში.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გაეროს გენერალურ მდივანს მოსკოვში, პრეზიდენტ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან ჰქონდა შეხვედრები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო