ვანო ნადირაძე - ხერსონი 10 დღის განმავლობაში უნდა გათავისუფლდეს

მონღოლეთის იმპერიის შემდეგ, რუსეთის ტაქტიკა არ შეცვლილა. სადაც ცოცხალი ძალით ვერაფერს აღწევს, უკვე დაშინების პოლიტიკას აწარმოებს. არ აქვს ცოცხალი ძალის რესურსი. ერთადერთი ის დარჩა, უმისამართო სროლით დააშინოს მოსახლეობა, - ამის შესახებ უკრაინიდან ჩართვისას ქართველმა მებრძოლმა, ვანო ნადირაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

მისი თქმით, რუსები კრამატორსკის და სლავიანსკის მიმართულებით 6 დღე ცდილობდნენ შეტევის განხორციელებას, თუმცა, ეს შეტევა უშედეგოდ დასრულდა.

ქართველი მებრძოლის შეფასებით, დღეს უკვე რუსეთის მხრიდან უკრაინული ჯარების ალყაში მოქცევის შესაძლებლობა აღარ არსებობს.

„უკვე მოხდა უკრაინელი ჯარისკაცების საფრანგეთში გადამზადება ახალ არტილერიაზე, რასაც გვაწვდიან. უკრაინა განახორციელებს ძალიან კარგ კონტრ-შეტევას და ხერსონი 10 დღის განმავლობაში უნდა გათავისუფლდეს. უკრაინული მხარე ჩქარობს, რომ ხერსონის მხარე, რაც შეიძლება სწრაფად იყოს განთავისუფლებული.

რუსებს უნდოდათ იზიუმის მიმართულებიდან დაეწყოთ შეტევა კრამატორსკის და სლავიანსკის მიმართულებით. 6 დღე ცდილობდნენ ამ შეტევის განხორციელებას. ეს შეტევები ჩაუფლავდათ, ერთი მეტრით ვერ გადაიწიეს წინ. ასე რომ, უკრაინული ჯარების ალყაში მოქცევის მცდელობას გამოვრიცხავ იმ რესურსით, რაც რუსეთს დარჩა. ერთადერთი, რაც აქვს და ისიც 30%-ია, როგორც ამბობენ, ეს არის სარაკეტო დარტყმები, რომელსაც ისინი მშვიდობიან ქალაქებზე და სტრატეგიულ ობიექტებზე ახორციელებენ წყალქვეშა ნავებიდან, რომლების შავ ზღვაშია.

მონღოლეთის იმპერიის შემდეგ, რუსეთს ტაქტიკა არ შეცვლილა. სადაც ცოცხალი ძალით ვერაფერს აღწევს, უკვე დაშინების პოლიტიკას აწარმოებს. არ აქვს ცოცხალი ძალის რესურსი. ერთადერთი ის დარჩა, უმისამართო სროლით დააშინოს მოსახლეობა“, - განაცხადა ვანო ნადირაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამ იდეალური შესაძლებლობა შექმნა კომპანიის გაკოტრების და იქ სახელმწიფო მმართველის იმპერატიული დანიშვნისთვის, ამას კი „ბორჯომის“ ნაციონალიზაცია უნდა მოჰყვეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2022
იუველ ნოა ჰარარი - ყველაფერი სასწორზე დაიდო, რადგან პუტინმა დაანგრია უდიდესი ტაბუ, გლობალური წესრიგი - მას რომ შედეგისთვის მიეღწია, ეს მთელ მსოფლიოში გამოიწვევდა დესტაბილიზაციას
თამარ ალადაშვილი - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს ახალი ფუნქციები ემატება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საზოგადოების გარემოსდაცვით საკითხებში ჩართულობას
„მაკდონალდს საქართველო“ Mc Happy Day-ის საქველმოქმედო კამპანიას იწყებს