„გაზპრომბანკის“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი - რუსეთის ომი საქართველოსთან და უკრაინასთან MAP-ის გამო დაიწყო

„გაზპრომისა“ და „გაზპრომბანკის“ ყოფილი ტოპ-მენეჯერის იგორ ვოლობუევის განცხადებით, რუსეთის ომი საქართველოსთან და „გაზის ომი“ უკრაინასთან იყო შედეგი ამ ქვეყნების მისწრაფების წინააღმდეგ - მიეღოთ ნატოსგან MAP-ი.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ვოლობუევმა ვიდეოინტერვიუს დროს განაცხადა.

„თქვენ ერთი რამ უნდა გესმოდეთ. უკრაინასთან ომი 24 თებერვალს არ დაწყებულა, არამედ 2014 წლის გაზაფხულზე“ , - განაცხადა ვოლობუევმა.

კერძოდ, მან გაიხსენა პოლიტიკური ფონი უკრაინის წინააღმდეგ პირველი ომის დროს 2005-06 წლების მიჯნაზე - „იუშენკოს მოსვლა, რომელიც იყო პროდასავლური პრეზიდენტი, რომელიც ღიად აცხადებდა ნატოში გაწევრიანების აუცილებლობას, მაგრამ ეს იყო „პირველი მერცხალი“. ბუქარესტის ნატოს სამიტზე 2008 წლის აპრილში იყო სიგნალი, რომ უკრაინას და საქართველოს შეუძლიათ მაპ -ის მიღება და ჩვენ რა ვიხილეთ? ოთხი თვის შემდეგ, ნამდვილი ომი საქართველოში. დეკემბერში კი იწყება ნამდვილი „გაზის ომი“, 7 იანვრიდან რუსეთმა სრულად გადაკეტა გაზი და ამაში უკრაინა დაადანაშაულა. თითქმის ორი კვირის განმავლობაში უკრაინის ტერიტორიას და ტრანზიტით ევროპას გაზი საერთოდ არ მიეწოდებოდა. ანუ პოლიტიკური მოვლენები ყოველთვის იყო საფუძველი, "გაზპრომი" კი ეკონომიკური ჯოხი“, - განაცხადა ყოფილმა ტოპ-მენეჯერმა.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, რუსეთის „გაზპრომბანკის“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, უკრაინული წარმოშობის იგორ ვოლობუევი უკრაინაში გაემგზავრა და ტერიტორიული დაცვის რიგებში შევიდა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს