IRI-ის კვლევის თანახმად, არცერთ შემთხვევაში ხმას არ მისცემდა „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოკითხულთა 35%, „ქართულ ოცნებას“ - 27%

,,საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი” (IRI) კვლევის თანახმად კითხვაზე, ,,რომელ პარტიას , ასეთის არსებობის შემთხვევაში, არ მისცემდით ხმას არცერთ შემთხვევაში გამოკითხულთა უმეტესობამ, 35%-მა „ენმ- გაერთიანებული ოპოზიცია დაასახელა“.

რაც შეეხება სხვა პარტიების მონაცემებს:

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ - 27%

„პატრიოტთა ალიანსი“- 19%

„გირჩი“ -18%

„გირჩი-მეტი თავისუფლება“-16%

„ლეიბორისტული პარტია“- 13%

„ევროპული საქართველო“- 13%

„კონსერვატიული მოძრაობა“-11%

„ერთიანი საქართველო“-10%

„მოქალაქეები“ -9%

„ლელო“-9%

„დროა“-6%

„საქართველოსთვის“-4%

„ევროპელი სოციალისტები“-4%

„სტრატეგია აღმაშენებლი“-3%

„რესპუბლიკური პარტია“-3%

„თავისუფალი დემოკრატები“-2%

„ხალხისთვის/ანა დოლიძე“- 2%

„კანონი და სამართალი“-1%-ზე ნაკლები

34%- არცერთ პარტიას მისცემდა ხმას, 44%-მა აღნიშნა, რომ კითხვაზე პასუხი არ აქვთ , 19%-მა კი პასუხზე უარი განაცხადა.

კვლევა ჩატარდა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM -ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1486 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 64 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა