ვოლოდიმირ ზელენსკი ურსულა ფონ დერ ლაიენს ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს ესაუბრა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ,,ტვიტერის" გვერდზე დაწერა.ზელენსკის თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტთან სანქციების მე-6 პაკეტზეც ისაუბრა, რომელიც რუსეთის ნავთობზე ემბარგოს დაწესებას უნდა მოიცავდეს.

,,ვესაუბრე ურსულა ფონ დერ ლაიენს. უკრაინულ სამრეწველო საქონელსა და საკვებზე ტარიფების გაუქმების გადაწყვეტილების მიღებისთვის ევროკომისიას მადლობა გადავუხადე. განვიხილეთ შემდგომი მხარდაჭერის შესახებ. ევროკომისიის პრეზიდენტმა სანქციების მე-6 პაკეტზე ისაუბრა, რომელიც ნავთობის ემბარგოს უნდა მოიცავდეს", - წერს ზელენსკი.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა