IRI - გამოკითხულთა 28% ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინის მიმართ გამოხატული მხარდაჭერა სრულებით საკმარისია, 26% მას სრულებით არასაკმარისად აფასებს

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 83% ამბობს, რომ რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის პასუხად საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაციას ფლობს.

აღნიშნული 83%-დან, რესპოდენტების 28% ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინის მიმართ გამოხატული მხარდაჭერა სრულებით საკმარისია, ხოლო 26% მას სრულებით არასაკმარისად აფასებს. 25%-ის აზრით მთავრობის მიერ გამოხატული მხარდაჭერა მეტნაკლებად საკმარისია, მეტნაკლებად არასაკმარისად კი მას 18% მიიჩნევს.

კვლევა ჩატარდა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM -ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1486 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 64 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა