თსუ-ში წიგნის  „საერთაშორისო სამართალი: ტექსტი, საქმეები და მასალები“ პრეზენტაცია გაიმართა

აკადემიურ სფეროში მსოფლიოს წამყვანმა ბრიტანულმა გამომცემლობამ Routledge-მ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის პროფესორის დავით პატარაიას წიგნი „საერთაშორისო სამართალი: ტექსტი, საქმეები და მასალები“ გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ინგლისურენოვანი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია, რომელიც მოიცავს, როგორც საერთაშორისო სამართლის ძირითად ცნებებსა და ფუნდამენტურ პრინციპებს, ასევე საერთაშორისო სამართლის თითოეული აღიარებული დარგის დეტალურ მიმოხილვას, თსუ-ში გაიმართა. წიგნში დამატებულია დოკუმენტური მასალა - ამონარიდები საქმეებიდან და მასალებიდან, ასევე საილუსტრაციო გამოსახულებები.

„წიგნს აქვს სპეციფიკური და უნიკალური ფორმატი, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ჩემი შემუშავებული. იგი ერთი გაჩერების პრინციპით სტუდენტს, მკითხველს სთავაზობს მთელ მასალას საერთაშორისო სამართლის მიმართულებით. იმისთვის, რომ გამარტივდეს მისი კითხვა, წიგნს აქვს სპეციფიკური სარჩევი და საძიებო ტერმინებისა და დოკუმენტებისთვის“, - განაცხადა დავით პატარაიამ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თამარ ზარანდიას თქმით, სახელმძღვანელო გამოიცა ლონდონსა და ნიუ-იორკში და 2021 წლიდან უკვე ჩართულია საერთაშორისო იურიდიულ სამეცნიერო ბრუნვაში.

„ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენი შეხვედრის მიზეზი ჩვენი აკადემიური გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენლის, პროფესორ დავით პატარაიას ძალიან ღირებული ნაშრომის პრეზენტაციაა. ეს არის ორიგინალური და კარგად სტრუქტურირებული ნაშრომი, რომელიც მოიცავს საერთაშორისო სამართლის მნიშვნელოვან საკითხებს“,- აღნიშნა თამარ ზარანდიამ.

ინფორმაციისთვის, სახელმძღვანელოში „საერთაშორისო სამართალი: ტექსტი, საქმეები და მასალები“ ზოგად საკითხებთან ერთად, განხილულია სახელშეკრულებო სამართალი, საერთაშორისო ორგანიზაციების სამართალი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო პასუხისმგებლობის სამართალი, იურისდიქცია, დიპლომატიური და საერთაშორისო სამართალი, ტერიტორია და საერთაშორისო სამართალი, საზღვაო სამართალი, საერთაშორისო საჰაერო და კოსმოსური სამართალი, საერთაშორისო ეკონომიკური სამართალი, საერთაშორისო გარემოსდაცვითი სამართალი და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი.

ეს სახელმძღვანელო იქნება არსებითი საკითხავი არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის ზოგადი კურსის სტუდენტებისთვის, არამედ მათთვისაც, ვისაც სურს გაეცნოს საერთაშორისო სამართლის ცალკეულ დარგებს გაღრმავებული კურსებით მათ შესწავლამდე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა