ანდრეი ერმაკი - უკრაინა იბრძვის და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ

უკრაინის იმ რეგიონების მიმართ, რომლებშიც განსაკუთრებით რთული ვითარებაა, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი ერმაკმა უკრაინის პრეზიდენტთან არსებული ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის სხდომაზე, მხარდაჭერა გამოხატა.

,,მინდა მხარდაჭერის გამომხატველი სიტყვები ვუთხრა იმ რეგიონებს, რომლებიც დღეს ყველაზე რთულ მდგომარეობაში არიან. ესენია: დონეცკი, ლუგანსკი, მიკოლაევი, დნეპროპეტროვსკი, ხარკოვი, ხერსონი, ზაპოროჟიე, ასევე რა თქმა უნდა, მარიუპოლი, მისი დამცველები, მისი მცხოვრებლები. იცოდეთ, რომ ჩვენ თქვენთან ვართ", - განაცხადა ერმაკმა.

ერმაკმა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა, რომლებმაც კონგრესში მონაწილეობა მიიღეს.

,,დღეს ჩვენ, ჩვენი პარტნიორების უპრეცედენტო მხარდაჭერა გვაქვს. ეს არასოდეს ყოფილა ერთი ქვეყნის ისტორიაში, რომელიც მსოფლიოს მხარდაჭერისთვის იბრძვის", - აღნიშნა ერმაკმა.

ამასთან, ერმაკმა დასძინა, რომ ერთ კვირაში პრეზიდენტთან არსებული ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის პრეზიდიუმის სხდომა გაიმართება.

,,კონგრესი მუშაობს, ქვეყანა ცოცხალია, ქვეყანა იბრძვის და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ", - დასძინა ერმაკმა.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი