ანტონიო გუტერეშის განცხადებით, "აზოვსტალიდან" მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის გეგმაზე მუშაობა გრძელდება

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ,,აზოვსტალის" ფოლადის ქარხნიდან ასობით მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაციის გეგმაზე მუშაობა გრძელდება.

გუტერეშის თქმით, ფოლადის ქარხნიდან მოსახლეობის ევაკუაცია ,,ძალიან რთული ოპერაციაა".

,,ეს ძალიან რთული ოპერაციაა. ეს ოპერაცია განსაკუთრებით დელიკატურია, რადგან საქმე გვაქვს არა იმ ადამიანებთან რომლებიც ევაკუაციისთვის საკუთარ სახლებში ან საზოგადოებრივ ადგილებში იმყოფებიან, არამედ ადამიანებთან, რომლებიც მართლაც დრამატულ პირობებში ბუნკერში იმყოფებიან. ჩვენი მიზანი იყო, რომ ეს ოპერაცია პარასკევს გაგვეკეთებინა, მაგრამ ბუნებრივია, ამისთვის პირობები უნდა შეგვექმნა", - განაცხადა გუტერეშმა.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერული პროექტების ნოვატორულ დიზაინ კონცეპციებს NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით აღასრულებს
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
Tempo Beverages-მა „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა – ისტორიული გარიგება ქართული სასმელების სექტორში
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა