ჯენ ფსაკი პოლონეთისა და ბულგარეთისთვის გაზის შეწყვეტაზე - ეს არის ენერგორესურსების იარაღად გადაქცევა

სამწუხაროდ, ეს არის იმ ტიპის ნაბიჯი, ენერგორესურსების ფაქტობრივად იარაღად გადაქცევა, რომელიც ჩვენ ვიწინასწარმეტყველეთ, რომ რუსეთს შესაძლოა ამ კონფლიქტში განეხორციელებინა, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რითაც რუსეთის მიერ ბულგარეთისა და პოლონეთისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტას გამოეხმაურა.

მისი თქმით, აშშ, ევროპელ პარტნიორებთან მუშაობს იმის გამო, რომ ევროპაში გაზის მიწოდების დივერსიფიცირება მოხდეს.

“სწორედ ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს კონტაქტი ევროპასთან, მათ შორის - ამ ქვეყნებთან - მათ შორის ბოლო 24 საათის განმავლობაში, პოლონეთსა და ბულგარეთის ლიდერებთან. უკვე გარკვეული დროა, თვეებია, ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან მთელ მსოფლიოში, რომ ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდების დივერსიფიცირება განვახორციელოთ“,- განაცხადა ფსაკიმ.

შეგახსენებთ, რუსეთმა 27 აპრილს ბულგარეთსა და პოლონეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა იმ მიზეზით, რომ ამ ქვეყნებმა უარი განაცხადეს გაზის საფასურის რუბლში გადახდაზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა