კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის თავდასხმების გენოციდად აღიარებას მხარი დაუჭირა

კანადის პარლამენტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი გადაწყვეტილებას უკრაინაში რუსეთის თავდასხმების გენოციდად აღიარების შესახებ, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

კანადელი დეპუტატების განცხადებით, არსებობს საკმარისი მტკიცებულება მოსკოვის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი „სისტემური და მასიური ომის დანაშაულების შესახებ.“

კანადის თემთა პალატის შუამდგომლობაში ნათქვამია, რომ რუსეთის სამხედრო დანაშაულები მოიცავს მასობრივ სისასტიკეს, მშვიდობიანი მოქალაქეების განზრახ მკვლელობებს, ცხედრების შებღალვას, უკრაინელი ბავშვების იძულებით გადაყვანას, წამებას, ფიზიკურ დაზიანებებს, ფსიქიკურ დაზიანებებსა და გაუპატიურებებს.

მიმდინარე თვის დასაწყისში კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ „აბსოლუტურად სწორია“ უკრაინაში რუსეთის ქმედებებს უფრო და უფრო მეტი ადამიანი უწოდებდეს გენოციდს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა