ბეთ ვან შააკი - აშშ-ს აქვს სანდო ცნობები შეკრული ხელებით მოკლული პირების, ქალებისა და გოგონების მიმართ სექსუალური ძალადობის შესახებ - მსოფლიო ხედავს და თქვენ პასუხს აგებთ!

შეერთებულ შტატებს აქვს სანდო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დონეცკის მახლობლად რუსმა სამხედროებმა სიკვდილით დასაჯეს უკრაინელები, რომლებიც დანებებას ცდილობდნენ, - ამის შესახებ გლობალური სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განსაკუთრებულ დავალებათა ელჩმა ბეთ ვან შააკმა გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს სანდო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დონეცკის მიდამოებში მოქმედმა რუსულმა სამხედრო ნაწილმა სიკვდილით დასაჯა უკრაინელები, რომლებიც დანებებას ცდილობდნენ“, - განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, ასეთი საქციელი ომის კანონების ძირითადი პრინციპის დარღვევაა. ელჩმა რუსული ძალების მიერ უკრაინაში ჩადენილი სხვა დანაშაულებების შესახებაც ისაუბრა.

„შეერთებულ შტატებს აქვს სანდო ცნობები შეკრული ხელებით მოკლული პირების შესახებ; ცნობები იმის შესახებ, რომ ცხედრებს წამების ნიშნები აქვთ, ასევე შემზარავი ინფორმაცია ქალებისა და გოგონების მიმართ სექსუალური ძალადობის შესახებ“, - განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, აღნიშნული დანაშაულებების ჩამდენმა და დამკვეთმა პირებმა პასუხი უნდა აგონ.

„მათ, ვინც ჩაიდინა და გასცა ამ დანაშაულებების ჩადენის ბრძანება, პასუხი უნდა აგონ. ჩვენი მარტივი გზავნილი რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის ასეთია: მსოფლიო ხედავს და თქვენ პასუხს აგებთ,“- აღნიშნა ბეთ ვან შააკმა.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი