ანტონიო გუტერეში - შეგვიძლია შეხვედრები გავმართოთ, მაგრამ ეს ომს არ დაასრულებს

ომი არ დასრულდება შეხვედრებით, ომი დასრულდება მაშინ, როდესაც რუსეთის ფედერაცია გადაწყვეტს მის დასრულებას და როცა ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ იქნება სერიოზული პოლიტიკური შეთანხმების შესაძლებლობა, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გიტერეშმა CNN-ის ეთერში განაცხადა, სადაც მან რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

„შეგვიძლია შეხვედრები გავმართოთ, მაგრამ ეს არ დაასრულებს ომს,“ - დასძინა მან.

მისი თქმით, პუტინთან შეხვედრაზე მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციაზე ისაუბრა და რუსეთის პრეზიდენტი "პრინციპში" დათანხმდა ევაკუაციას და რომ მიმდინარეობს დისკუსიები გაეროს ოფიციალურ პირებსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის დეტალების გასარკვევად.

„ჩვენ ასევე კონტაქტში ვიმყოფებით უკრაინის მთავრობასთან“, - აღნიშნა მან.

გუტერეშის თქმით, მისი გზავნილი უცვლელია: რუსეთის შეჭრა არის გაეროს წესდების დარღვევა და ის უნდა დასრულდეს რაც შეიძლება სწრაფად.

შეგახსენებთ, გაერო-ს გენერალური მდივანი გუშინ უკრაინაში ჩავიდა. ის დღეს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა