უკრაინის გენშტაბი - მტერი აგრძელებს ქალაქ ხარკოვზე საჰაერო და საარტილერიო თავდასხმებს, მათი ძირითადი ძალისხმევა იზიუმისკენ არის მიმართული

მტერი ზრდის შეტევითი ოპერაციის ტემპს. თითქმის ყველა მიმართულებით რუსი ოკუპანტები ინტენსიურ ცეცხლს ახორციელებენ. ყველაზე დიდი აქტივობა შეიმჩნევა სლობოჟანსკის და დონეცკის მიმართულებით, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, სლობოჟანსკის მიმართულებით რუსული ძალები აგრძელებენ ქალაქ ხარკოვზე საჰაერო და საარტილერიო თავდასხმებს.

„რუსი ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა მიმართულია იზიუმის მიმართულებით. მტერი ცდილობს შეტევის განხორციელებას სულიჰივკას - ნოვა დმიტრივკასა და ანდრიივკა - ველიკა კომიშუვახას მიმართულებით", - აღნიშნულია ანგარიშში.

მათივე ინფორმაციით, მოწინავე ჯგუფის გაძლიერების მიზნით, მოწინააღმდეგემ ქალაქ იზიუმისკენ დამატებითი საჰაერო სადესანტო ნაწილები და 500-მდე ერთეული ტექნიკა განალაგა.

„დონეცკის მიმართულებით მტრის ჯგუფი აგრძელებს აქტიურ მოქმედებას. ძირითადი ძალისხმევა მიმართულია უკრაინის თავდაცვის ძალების ალყაში მოქცევით. ამ მიზნის მისაღწევად, ლიმანის მიმართულებით, მტერმა გააუმჯობესა ტაქტიკური პოზიცია და შეეცადა შეტევის განხორციელებას სოფელ ლიმანზე,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სევეროდონეცკის მიმართულებით რუსული ძალები ორიხოვეს დასახლებას უტევენ. ავდიივკას მიმართულებით, მარინკასა და ოჩერეტინის დასაკავებლად კი ინტენსიურ ცეცხლს ხსნიან.

„კურახივის მიმართულებით, არტილერიის მხარდაჭერით, რუსი ოკუპანტები ახორციელებენ შეტევას სტარომაიორსკე - ველიკა ნოვოსილკასა და ლიუბიმივკა - ზელენ პოლეს მიმართულებით. ტავრიას მიმართულებით მტრის ქვედანაყოფები აგრძელებენ მანევრებს, რათა შეცდომაში შეიყვანონ და არ დაუშვან უკრაინული ჯარების სხვა ტერიტორიებზე გადაყვანა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გენშტაბის ცნობით, რუსი ოკუპანტები აგრძელებენ მელიტოპოლის აეროდრომის გამოყენებას „Su 25“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების, „Ka-52“ ტიპის შვეულმფრენებისა და „Mi -8" სატრანსპორტო და საბრძოლო თვითმფრინავების ბაზირებისა და ფრენისთვის.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა 8 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს: ერთი თვითმფრინავი, ერთი ფრთოსანი რაკეტა და ოპერატიულ-ტაქტიკური დონის 6 დრონი.

„რუსი ოკუპანტები აგრძელებენ დანაკარგების განცდას ხმელეთზეც. მხოლოდ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინულმა ძალებმა მტრის ექვსი შეტევა მოიგერია, განადგურდა 5 ტანკი, ერთი საარტილერიო სისტემა, 22 ჯავშანმანქანა და ერთი საზენიტო დანადგარი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი