გურამ გურამიშვილი - ნავსადგურების ღიაობის შენარჩუნება სახელმწიფოს ფუნქციაცაა და მას ამაში, ლეგიტიმური ინტერესიც გააჩნია

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის განვითარება უმნიშვნელოვანესია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის, საქართველოს ნავსადგურები კი აქტიურ როლს ასრულებენ საქართველოს საზღვაო გადაზიდვებში და საზღვაო სავაჭრო კავშირების განვითარებაში მსოფლიოს ქვეყნებთან. ამდენად, დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ნავსადგურების ღიაობის შენარჩუნებას, უსაფრთხოების დაცვას, აგრეთვე სექტორის ყველა მოთამაშეს შორის თავისუფალი საბაზრო პირობების არსებობას, რის გარანტორიც არის საქართველოს სახელმწიფო, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა განაცხადა.

მინისტრის მოადგილემ საზღვაო კოდექსში საქართველოს პარლამენტის ინიცირებული ცვლილებები დადებითად შეაფასა და მათი მნიშვნელობის შეფასებისას ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ქვეყნის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თანაბარი წვდომა უნდა ჰქონდეს ყველა სანავსადგურო ერთეულსა და გემთმფლობელს. მისი თქმით, ისეთ ინფრასტრუქტურაზე, როგორიცაა პორტი, აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი თანასწორუფლებიანი დაშვება და კონკურენციის შენარჩუნება.

„სწორედ ნავსადგურის შესასვლელი არხი განაპირობებს პორტის ღიაობას. გამომდინარე იქიდან, რომ ამ მიმართულებით დღემდე არ არსებობდა საქართველოში საკანონმდებლო რეგულირება, ეს საკითხი ცვლილებებში მისმა ინიციატორებმა გაითვალისწინეს, რათა სამომავლოდ არ შეეშალოს ხელი საზღვაო ტრანსპორტის დარგის სწორ, ეფექტიან და სწრაფ განვითარებას, უსაფრთხოების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფასთან ერთად,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, ნავსადგურის შესასვლელი არხი არ არის რომელიმე კონკრეტული ერთეულის საკუთრება. ის მდებარეობს საზღვაო აკვატორიაში და სახელმწიფო საკუთრებაა.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მსოფლიოში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, მსგავსი არხები სწორედ სახელმწიფო საკუთრებაა, რადგან ნავსადგურების ღიაობის შენარჩუნება სახელმწიფოს ფუნქციაცაა და მას ამაში, ლეგიტიმური ინტერესიც გააჩნია.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა