ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საერთაშორისო ექსპერტი ტრენინგებს მართავს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი ტარდება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, სასწავლო კურს „სტრატეგიული ბიდინგი“ სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის საერთაშორისო ექსპერტი CPL Meetings & Events-ის აღმასრულებელი დირექტორი და Spring Up Europe-ის თანადამფუძნებელი ლინდა პერეირა ატარებს.

ტრენინგების 3 დღიანი კურსი თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისგან შედგება. ტრენინგებში საკონვენციო ბიუროს წევრი სასტუმროების, ტურისტული სააგენტოებისა და ღონისძიების დაგეგმვის კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

„ჩვენი მიზანია კერძო სექტორის ხელშეწყობა, რომ მაქსიმალურად სწორად მოახდინონ შეთავაზების ფორმირება. შესაბამისად მთელი წლის განმავლობაში ძალიან აქტიურად ვახორციელებთ მოკლევადიან სასწავლო კურსებს. ამჟამად მიმდინარეობს საკონვენციო ბიუროს წევრი კომპანიებისთვის ძალიან საინტერესო ტრენინგ-კურსი, რომელიც ეხება ღონისძიებების დაგეგმვისა და მართვის პროცესს“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.

როგორც საერთაშორისო ექსპერტი ლინდა პერეირა აღნიშნავს, სტუმარმასპინძლობას შეუძლია სხვადასხვა ტიპის კლიენტების, ინვესტორების, ბიზნესებისა და კორპორაციების მოზიდვა.

ტრენინგის მიზანია საერთაშორისო ბაზრებიდან კონფერენციების, კონგრესების, ფორუმების და სხვა მასშტაბური ღონისძიებების მოზიდვა საქართველოში.

„ჩვენ წარმოვადგენთ ბიზნეს მოგზაურობისა და ბიზნეს ღონისძიებების ჩატარების ინდუსტრიას და ეს ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ეკონომიკური ინდუსტრიაა სტუმარმასპინძლობის მიმართულებით, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა ტიპის კლიენტების, ინვესტორების, ბიზნესებისა და კორპორაციების მოზიდვა. ამ სფეროს ეკონომიკის განვითარებაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია. საქართველოს ამ მიმართულებით ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და სწორედ ამიტომ ვართ აქ, რომ შევქმნათ ხმა, რომელსაც გავაგზავნით მთელ მსოფლიოში და ვიტყვით ჩვენ აქ ვართ, შესანიშნავი მიმართულება“, - აცხადებს ლინდა პერეირა.

ტრენინგის მნიშვნელობაზე საუბრობენ კერძო სექტორის წარმომადგენლები.

„ლინდა პერეირასთან თანამშრომლობით შესაძლებლობა გვაქვს გავიცნოთ ადამიანი, რომელსაც მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილება აქვს როგორც ბიდინგის, ასევე ტურიზმის სექტორში. ასევე როგორ მიმდინარეობს ოპერირება სხვადასხვა ჯგუფებს შორის, ეს გვაძლევს საშუალებას დავინახოთ როგორ თანამშრომლობს სასტუმრო ინდუსტრია, ტურისტული სააგენტოები, საჯარო და კერძო კერძო სექტორი, რომ ერთად მოიძიონ ღონისძიებები. ამ ტრენინგით ვიღებთ გამოცდილებას თითოეული ელემენტი როგორ უნდა იყოს ჩართული“. -ამბობს სტამბა რუმსის წარმომადგენელი გურამ ავალიანი.

ტრენინგი შემდეგ თემატიკას მოიცავს: ღონისძიების ბიდის ანალიზი, ღონისძიების შეთავაზების მომზადება, ღონისძიების შეთავაზების სტრუქტურის განვითარება, ღონისძიების PR-ის და მარკეტინგის გეგმის მომზადება, პრეზენტაციის მომზადება, პრეზენტაციის სტრატეგია, პრეზენტაციის ჩატარება და უკუკავშირი.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი