ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების საკითხს მხარი დაუჭირა და საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის ინიციატივით გამოვიდა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ნებისმიერ მცდელობას მხარი დაუჭირა და საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრესსამსახური ავრცელებს.

ასამბლეაში უმაღლესი რადას დელეგაციის ხელმძღვანელის, მარია მეზენცევას განმარტებით, ორგანიზაციამ მიიღო რეზოლუციის დოკუმენტი, რომლითაც ევროპის საბჭოს წევრებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შექმნან სპეციალური საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალი რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად.

რეზოლუცია ასევე შეიცავს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციას, დაინიშნოს სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგებზე.

პარლამენტარებმა ასევე აღნიშნეს, რომ რუსეთის აგრესიამ გამოიწვია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი, დაუპირისპირდა გლობალურ მმართველობას და გამოიწვია ფასების მკვეთრი ზრდა ენერგომატარებლებსა და სასურსათო უსაფრთხოების მოშლა.

რეზოლუცია მოუწოდებს ყველას, განაგრძონ ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისა და უკრაინის სუვერენული ტერიტორიიდან ჯარების გაყვანის მიზნით, რათა დაცული იყოს საერთაშორისო სამართლის ნორმები.

დოკუმენტი ქვეყნებს ასევე მოუწოდებს რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვებაზე მუშაობისკენ. რეზოლუციას 147 დამსწრედან 144-მა მხარი დაუჭირა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს