Microsoft - უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან, სულ მცირე 6-მა რუსულმა ჰაკერულმა ჯგუფმა უკრაინის ციფრულ რესურსებზე 240-მდე თავდასხმა განახორციელა

უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დღიდან სულ მცირე 6-მა რუსულმა ჰაკერულმა ჯგუფმა უკრაინის ციფრულ რესურსებზე დაახლოებით 240 თავდასხმა განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია Microsoft-ი ავრცელებს.

Microsoft-ის სპეციალისტების მთავარი დასკვნა იმაში მდგომარეობს, რომ რუსული ჰაკერული თავდასხმები ხშირად დროში ემთხვეოდა კონკრეტული ქვედანაყოფების საბრძოლო მოქმედებებს, კონკრეტული დაწესებულებებისა თუ ობიექტების წინააღმდეგ.

„რუსეთის მიერ კიბერშეტევების გამოყენება, როგორც ჩანს, მჭიდროდ არის დაკავშირებული და ზოგჯერ პირდაპირ განპირობებულია მისი სამხედრო ოპერაციებით“, - განაცხადა Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტმა ტომ ბერტმა.

კომპანიის ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსი ჰაკერები სადაზვერვო ინფორმაციას თებერვალში უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე თვით ადრე აგროვებდნენ.

არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო პროცესი უკვე დაიწყო, დაიწყო გამოცხადების გარეშე და ჩვენ მკაფიოდ გვეუბნება, რომ არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს ძალაუფლების დათმობას
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ირანი და სამხრეთ კავკასია: გეოგრაფია და იმპერიული ამბიციები
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს