იაგო ხვიჩია - ვერ დავადგინე ჩვენს რეიტინგს რატომ არ ზომავენ - ვერ გავიგე პრინციპი, ვის რა კრიტერიუმით ზომავენ, წინა კვლევაში მაგალითად, გაზომილი იყო საბა ბუაძე და არ ვიყავით ჩვენ

“გირჩის“ დეპუტატის იაგო ხვიჩიას შეფასებით, IRI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევა არაკვალიფიციურად არის ჩატარებული და მთავარი პრობლემაც სწორედ იმაში მდგომარეობს.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კვლევები არასწორად ტარდება, საზოგადოებაში არასწორ ვნებებს აღძრავს, აშშ-ის ინტიტუტებს კი რეპუტაციულად აზიანებს.

იაგო ხვიჩიასთვის გაუგებარია, გამოკითხვის ფარგლებში რატომ არ არის “გაზომილი“ მათი პარტიის არც ერთი წარმომადგენლის რეიტინგი.

“ვერასდროს დავადგინე ჩვენ რატომ არ გვზომავენ. ინდივიდუალურად ისეთი ხალხია გაზომილი, რომელიც არც ჩვენზე რეიტინგულია და ტელევიზორში არც ჩვენზე ხშირად ჩანს - ვერ გავიგე პრინციპი, ვის რა კრიტერიუმით ზომავენ. წინა კვლევაში მაგალითად გაზომილი იყო საბა ბუაძე და არ ვიყავით ჩვენ - არ ვიცი, ეს რატომ ხდება, მაგრამ ხდება და ხდება არაკვალიფიციურად. გამოკითხულთა 65% ამბობს, “არ ვიცი“, “არ გადამიწყეტია“. მეტი რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ მივხვდეთ, რომ კვლევები არაკვალიფიციურია.

არაკვალიფიციური კვლევები კი პესიმიზმს აჩენს აშშ-სა და მათი ინსტიტუციების მიმართ. მოვუწოდებდი, საქმეს ბევრად კვალიფიციურად მოეკიდონ“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა