ინფექციონისტი - „ომიკრონის“ გადატანის შემდეგ ჩამოყალიბებული იმუნიტეტი არ არის ისეთი მყარი, როგორიც წინამორბედი შტამების დროს იყო

„ომიკრონის“ გადატანის შემდეგ ჩამოყალიბებული იმუნიტეტი არ არის ისეთი მყარი, როგორიც წინამორბედი შტამების დროს იყო, - ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც გოგინავა აღნიშნავს, „ომიკრონის“ გადატანის შემდეგ, დაახლოებით, 90-120 დღეში შეიძლება იმუნიტეტი შესუსტდეს.

"მინდა აღვნიშნო, რომ უკვე ბევრი კვლევაა ჩატარებული, „ომიკრონის“ გადატანის შემდეგ, დაახლოებით, 90-120 დღეში შეიძლება ჩვენი იმუნიტეტის შესუსტდეს, ანუ დაავადების გადატანის შედეგად დარჩენილ ანტისხეულებს დამცველობითი ფუნქცია შეიძლება აღარ ჰქონდეს და რეინფექციის რისკები იზრდება.

ამ ეტაპზე არ ვიცით „ომიკრონის“ გადატანის შემდეგ რეინფიცირების შემთხვევების ზუსტი ქართული სტატისტიკა. როგორც აღვნიშნე, „ომიკრონის“ გადატანიდან დაახლოებით 90 დღის გასვლის შემდეგ რეინფექციის რისკები საკმაოდ იზრდება. აღსანიშნავია, რომ „ომიკრონის“ სხვადასხვა ქვეშტამი ცირკულირებს, აქედან გამომდინარე, რეინფიცირების რისკები არის“, - განაცხადა გოგინავამ.

რაც შეეხება ეპიდვითარებას, როგორც გოგინავა განმარტავს, გლობალურად ეპიდემიოლოგიური ვითარება უმჯობესდება, თუმცა, პანდემიის დასრულებამდე მაინც შორია.

„მსოფლიოში დღიური მაჩვენებელი ნახევარ მილიონამდეა. ასევე, არის რეგიონები, სადაც ჯერ კიდევ აღინიშნება ეპიდვითარების გაუარესება, ძირითადად ეპიდვითარების გაუარესება „ომიკრონზე“ და მის ქვეშტამებთანაა დაკავშირებული.

როდესაც პანდემია ჯერ არ დასრულებულა, ყოველთვის არის იმის რისკები, რომ ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც ეპიდსიტუაცია გარკვეულწილად გაუარესდეს. მით უმეტეს, ეს რისკები ისეთ ქვეყნებში იზრდება, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი, ნახევარზე მეტი ვაქცინირებული არაა.

მე მაინც, ხაზს ვაქცინაციის მნიშვნელობას გავუსვამდი. დაზღვეულები, რომ ეპიდსიტუაცია გაუარესდეს, არ ვართ. ამის გარკვეული მოლოდინები შესაძლოა, ზაფხულის დასაწყისში იყოს. ამ ყველაფერს მომზადებულები უნდა შევხვდეთ“, - განაცხადა გოგინავამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა