მიხეილ დაუშვილი კობახიძის განცხადებაზე - მათი ამოცანაა, ყველა, მათ შორის, გახარიაც „გაანაცონ"

მათი ამოცანაა, ყველა, მათ შორის, გახარიაც „გაანაცონ" - არაადეკვატურია რასაც კობახიძე ლაპარაკობს, თუ ვინმე გადატრიალებას აპირებს, კი არ უნდა იჭორაოს და სისულეები ილაპარაკოს, გამოიძიონ,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მათი სურვილია ყველა, ვისშიც საფრთხეს ხედავენ, ომის მოსურნედ წარმოაჩინონ, რათა მათი ამით გადაფარონ ის ქმედებები, რასაც სჩადიან.

„დღეს რატომ ახსენეს გახარია? - მათი ერთადერთი ამოცანაა, რომ ყველა, მათ შორის, გახარიაც, რომელშიც საფრთხეს ხედავენ, რადგან ავტორიტეტული ფიგურაა და ცდილობენ, „გაანაცონ". ამ ყველაფრის ერთადერთი ამოცანაა, რომ საზოგადოება ორ ნაწილად გახლიჩონ, აქეთ მხარეს დარჩეს მხოლოდ „ოცნება" და იქით მხარეს ყველას ომი უნდა, აქეთ კი მხოლოდ „ოცნებაა“, ვისაც ომი არ უნდა, ამით ცდილობს გადაფაროს ის დანაშაული, რომელსაც თვითონ ჩადის რუსეთისთვის სანქციებისთვის არიდების დახმარებით. ამას ცდილობს იმისთვის, რომ გადაფაროს ეს ყველაფერი რაც ჩვენ ვნახეთ“, - განაცხადა დაუშვილმა.

მისივე თქმით, მსგავსი განცხადებების მიზანია, მათ შორის, ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული ჩანაწერებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანა.

„თუ ვინმე რაიმე გადატრიალებას აპირებს, ეს დანაშაულია, უნდა გამოიძიონ და დამნაშავეები დასაჯონ. კი არ უნდა გამოვიდეს, იჭორაოს და სისულეები ილაპარაკოს, მაშინ საქმე გააკეთოდ მაგ ნაწილში. არაადეკვატურია, რასაც (კობახიძე) ლაპარაკობს. ერთადერთი მიზანია გადაფარონ ყველაფერი რასაც აკეთებენ ამ ბოლო ორი თვის განმავლობაში, განსაკუთრებით, კვირის დასაწყისში გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერები“, - განაცხადა დაუშვილმა.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ „ჯერ სიტუაცია უნდა აეჭრა, გახარიასა და ხაზარაძესთან ერთად ხელისუფლებაში მოსულიყო, შემდეგ კი ქვეყანა ომში ჩართულიყო."

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს