სოლომონ პავლიაშვილი ბათუმის რეგიონული ლაბორატორიის შესაძლებლობებს გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი ბათუმის რეგიონულ ლაბორატორიაში იმყოფებოდნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრაზე მიმდინარე აქტუალური საკითხები განიხილეს, ლაბორატორიის შესაძლებლობებს გაეცნენ და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელის გაძლიერება საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად, რაც ხელს უწყობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში აღებული ვალდებულებების შესრულებას.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა, ირაკლი გულედანმა შეხვედრაზე ხაზი ლაბორატორიის ქსელის მიღწევებსა და შესაძლებლობებს გაუსვა და იმ კვლევების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ტარდება.

„ღონისძიების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიასა და აჭარის ლაბორატორიულ კვლევით ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმდა. აჭარის ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში მოქმედ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიას. მემორანდუმის საფუძველზე გამყარდა კავშირი ორ ლაბორატორიას შორის, რაც გულისხმობს ინოვაციური კვლევითი მეთოდების გაცვლას და ლაბორატორიათშორისი ტესტირებების ჩატარების გააქტიურებას.

ბათუმის ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ტიტე აროშიძე და ფრიდონ ფუტკარაძე; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ირმა აფხაზავა და მირიან ქათამაძე; სსიპ ლაბორატორიის კვლევითი ცენტრის უფროსი ლევან გორგილაძე და ლაბორატორიის წარმომადგენლები; სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რაიონული სამმართველოს უფროსი და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ბათუმის ლაბორატორიის წარმომადგენლები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა