მედეა მეტრეველი - ცენზურა საქართველოში ოფიციალურად დაკანონდა - სალომე ჯაშის ფილმის ჩვენება აკრძალა კინოაკადემიამ სავარაუდოდ, კულტურის სამინისტროს მითითებით

ხელისუფლებისთვის დამოუკიდებელი და თავისუფალი ხელოვანები საფრთხეს წარმოადგენენ, სკამების დაკარგვის საფრთხეს - სალომე ჯაშის ფილმის ჩვენება აკრძალა კინოაკადემიამ სავარაუდოდ, კულტურის სამინისტროს მითითებით, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა მედეა მეტრეველმა განაცხადა, რითაც კინოაკადემიის მიერ ფილმი „მოთვინიერების“ სეანსების გაუქმებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, დღეს დუმილი თანამონაწილეობის ტოლფასი ქმედებაა.

„ძალიან სამარცხვინოა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ საფრთხეზე, რაც ამ გადაწყვეტილებაში ჩანს - ამ პროცესს ექნება გაგრძელება, მტკივნეული თანმდევი შედეგებით. აიკრძალება ალბათ ლიტერატურა, მუსიკა, სპექტაკლები, გამოფენები ყველა იმ ავტორის ვინც ოდნავ კრიტიკული შეფასებში იქნება ეჭვმიტანილი. იმედს ვიტოვებ, ჩემი კოლეგები, ადამიანები ვინც სამინისტროში და მის დაქვემდებარებულ კულტურულ ორგანიზაციებში მუშაობენ და მათთან წლების ურთიერთობა და თანამშრომლობა მაკავშირებს ამ ფაქტზე თავის ღია პოზიციას დააფიქსირებენ. მინდა მჯეროდეს, რომ ეს ასე იქნება... მინდა მჯეროდეს, რომ მათთვისაც მიუღებელია ეს სამარცხვინო პროცესები... დღეს დუმილი არის თანამონაწილეობის ტოლფასი ქმედება და ყველას მოგვიწევს ამ კოლექტიური პასუხისმგებლობით ცხოვრების გაგრძელება“, - აცხადებს მედეა მეტრეველი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამ იდეალური შესაძლებლობა შექმნა კომპანიის გაკოტრების და იქ სახელმწიფო მმართველის იმპერატიული დანიშვნისთვის, ამას კი „ბორჯომის“ ნაციონალიზაცია უნდა მოჰყვეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2022
იუველ ნოა ჰარარი - ყველაფერი სასწორზე დაიდო, რადგან პუტინმა დაანგრია უდიდესი ტაბუ, გლობალური წესრიგი - მას რომ შედეგისთვის მიეღწია, ეს მთელ მსოფლიოში გამოიწვევდა დესტაბილიზაციას
თამარ ალადაშვილი - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს ახალი ფუნქციები ემატება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საზოგადოების გარემოსდაცვით საკითხებში ჩართულობას
„მაკდონალდს საქართველო“ Mc Happy Day-ის საქველმოქმედო კამპანიას იწყებს