საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი OECD-ის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გლობალური თანამშრომლობისა და განვითარების სამმართველოს უფროსს, ბენ დიკინსონს შეხვდა.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა „საგადასახადო ინსპექტორები საზღვრებს გარეშე“ (TIWB) სამდივნოს ხელმძღვანელი, რუსუდან კემულარია. მხარეებმა საქართველოსა და OECD-ს შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. სამინისტროს ცნობით, საუბარი შეეხო დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის პროექტის (BEPS) იმპლემენტაციას, ციფრული ეკონომიკის დაბეგვრის პირველი და მეორე სვეტების დანერგვის მიმართულებით მიღწეულ პროგრესს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის 14 ივნისს საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც შეუერთდნენ BEPS-ის ინკლუზიურ პლატფორმას და ამ პროექტით გათვალისწინებული მინიმალური სტანდარტების დანერგვის ვალდებულება იკისრეს, გადასახადებისთვის თავის არიდების წინააღმდეგ ბრძოლის, საერთაშორისო დაბეგვრის მოქმედი წესების სრულყოფის და უფრო გამჭვირვალე საგადასახადო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით.

„საქართველო აქტიურადაა ჩართული ციფრული ეკონომიკის განვითარებიდან გამომდინარე, საგადასახადო გამოწვევების დასაძლევად მიმდინარე პროექტებში, რომლის ფარგლებშიც საქართველომ 2021 წლის 8 ოქტომბერს მხარი დაუჭირა OECD-ის ოფიციალურ განცხადებას საერთაშორისო საგადასახადო წესების რეფორმირების ორსვეტიან გეგმასთან დაკავშირებით.

ბენ დიკინსონმა მადლობა გადაუხადა ფინანსთა მინისტრს, საქართველოს, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო პარტნიორ ქვეყანას ჩართულობისთვის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის პროექტებში და ისაუბრა ამ პროცესის წარმატებით გაგრძელებისთვის საჭირო თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტზე“, - ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა