მარია ზახაროვა დასავლეთს - არ გირჩევთ ჩვენი მოთმინების გამოცდას - პროვოკაციას, რომელიც უკრაინას რუსეთის ობიექტებზე დარტყმისკენ უბიძგებს, მკაცრი პასუხი მოჰყვება!

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა დასავლეთს მოუწოდებს, რუსეთის მოთმინების გამოცდა შეწყვიტოს.

„რუსეთის წინააღმდეგ ასეთი აგრესია უპასუხოდ ვერ დარჩება. ჩვენ გვსურს, რომ კიევმა და დასავლეთის დედაქალაქებმა სერიოზულად მიიღონ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომ შემდგომ პროვოკაციას, რომელიც უკრაინას რუსეთის ობიექტებზე დარტყმისკენ უბიძგებს, რუსეთის მხრიდან მკაცრი პასუხი მოჰყვება. დასავლეთის ქვეყნების მრჩევლები, რომლებიც რჩებიან უკრაინის გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებში, სულაც არ იქნება პრობლემა რუსეთის საპასუხო ზომებისთვის. ჩვენ არ გირჩევთ ჩვენი მოთმინების გამოცდის გაგრძელებას“,- აღნიშნა ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა დაასახელა გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების მინისტრი, ჯეიმს ჰეპი და აღნიშნა, რომ მისი სიტყვები იმის შესახებ, რომ უკრაინისთვის „სრულიად ლეგიტიმურია“ რუსეთის ტერიტორიაზე მის ლოგისტიკაზე დარტყმა, კიევში ასეთი ქმედებისკენ მოწოდებად მიიღეს.

ზახაროვას თქმით, „სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჰეპი ეფექტურად მოუწოდებდა კიევს ნატო-ს ქვეყნების მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებაზე“. მისი მტკიცებით, უკრაინის მთავრობა მხოლოდ დასავლეთის მარიონეტული რეჟიმია, რომელსაც არ აქვს დამოუკიდებლობა, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კი იყენებენ.

„ვხედავთ, რომ ზელენსკის რეჟიმი არ არის დამოუკიდებელი და რომ მისი გადაწყვეტილებები მთლიანად უცხოელ კურატორებზეა დამოკიდებული. მე მჯერა, რომ დასავლელი კურატორები ცდილობენ დაამკვიდრონ აზრი, რომ მისი ქმედებები დამოუკიდებელია. დარწმუნებული ვარ, რომ ასე ფიქრობს ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც ჩვენ კიევის რეჟიმს ვუწოდებთ, რომ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ღებულობენ და აკონტროლებენ სიტუაციას. ეს მხოლოდ ილუზიაა. თქვენ გიყენებენ,“- აღნიშნა ზახაროვამ.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი