ნინო ლომჯარიას განცხადებით, კულტურის სფეროდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების თუ შევიწროების საკითხებზე მიმართვა გაიზარდა

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, კულტურის სფეროდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების თუ შევიწროების საკითხებზე მიმართვა გაიზარდა. ამის შესახებ ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კინოაკადემიამ რეჟისორ სალომე ჯაშის ფილმის „მოთვინიერების“ სეანსები გააუქმა.

ლომჯარიას თქმით, აღნიშნულ საკითხს სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის.

„ბოლო პერიოდში ჩვენთანაც შემოდის განცხადებები კულტურის სფეროდან, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების თუ შევიწროების თაობაზე. ინფორმირებული ვარ და როგორც ჩანს, ეს მიმართულება ჩვენი მხრიდანაც იქნება ყურადღების ქვეშ, რადგან მომართვაც მომატებულია ამ საკითხებზე. შევისწავლით და თუ პოლიტიკური ან სხვა მოტივით ხდება ადამიანის დისკრიმინაცია, მათ შორის კულტურის სფეროში, ამის დადგენის საშუალება გვექნება. საჭიროა საქმის მასალების ნახვა”,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ცნობისთვის, დღეს რეჟისორმა სალომე ჯაშმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ კინოაკადემიამ მისი ფილმის - „მოთვინიერების” სეანსები გააუქმა.

„მიზეზი, რომელიც მის [კინოაკადემიის] დირექტორს მინდია ესაძეს აქვს, ისაა, რომ მათთვის მიუღებელია აჩვენონ "ნაწარმოები, რომელიც აზრთა სხვაობას იწვევს და საზოგადოებას პოლიტიკური ნიშნით ყოფს".

მინდია ესაძეს ფილმი არ უნახავს. და ასევე არ გინახავთ - კი, ფილმი იწვევს აზრთა, ასევე გრძნობათა უფრო მრავალფეროვნებას, ვიდრე სხვადასხვაობას. ქართულ პოლიტიკაზე ფილმში ხსენება არაა და რომც იყოს, მერე რა”,- წერს სალომე ჯაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო