სამოქალაქო და სამშენებლო ინჟინერიის სტუდენტური კლუბის საქმიანობის ანგარიშის და სამოქმედო გეგმის წარდგენა გაიმართება

5 მაისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლასთან არსებული სამოქალაქო და სამშენებლო ინჟინერიის სტუდენტური კლუბი Ilia State ASCE Student Chapter ახალ პრეზიდენტს აირჩევს და კლუბის სამოქმედო გეგმას წარადგენს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, სამოქალაქო და სამშენებლო ინჟინერიის სტუდენტური კლუბი Ilia State ASCE Student ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლასთან აფილიაციით 2020 წელს დაფუძნდა.

„კლუბმა საქმიანობის ერთი წლის თავზე, 2021 წლის 27 ოქტომბერს, ამერიკის სამოქალაქო ინჟინერთა საერთაშორისო საზოგადოების აღიარება მოიპოვა და ამ საზოგადოების სტუდენტური მიმართულების ქსელის ოფიციალური წევრი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოება აშშ-ში მე-19 საუკუნეში დაარსებული ერთ-ერთი უძველესი პროფესიული საზოგადოებაა, რომელიც დღეისთვის მსოფლიოს 177 ქვეყნის 150 000 პროფესიონალ ინჟინერს აერთიანებს.

რაც შეეხება საზოგადოების სტუდენტურ მიმართულებას, ის აშშ-ის 50 შტატსა და მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში ქმნის მსგავსი სტუდენტური კლუბების საერთაშორისო ქსელს. აქტივობები კი მოიცავს მოწვეულ პროფესიონალ ინჟინრებთან შეხვედრებს, საველე დაკვირვებებს სამშენებლო ობიექტებზე, სტუდენტურ პრეზენტაციებს, დარგის განვითარებაზე ორიენტირებულ სტუდენტურ ინიციატივებს და სხვ.“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ოფიციალური ფეისბუქის გვერდი: https://bit.ly/39b2JUv

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა