იენს სტოლტენბერგი - უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების განხილვა ომის დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს - ვემზადებით გრძელვადიანი დახმარების გასაწევად

უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების განხილვა ომის დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაიწყო, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

კონკრეტულად სტოლტენბერგმა უპასუხა კითხვას, როგორი შეიძლება იყოს უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც ეფექტური იქნება უკრაინისთვის რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ.

„პირველ რიგში მნიშვნელოვანია ომის დასრულება. პრეზიდენტმა პუტინმა დაიწყო ომი და მას შეუძლია ამ ომის დასრულება ხვალ. ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ მაქსიმალური წნეხის განხორციელებას პრეზიდენტ პუტინზე სანქციების გამოყენებით და უკრაინისთვის ეკონომიკური და ასევე სამხედრო დახმარებით, რათა ომი დასრულდეს. უკრაინაში ვითარება არაპროგნოზირებადი და მყიფეა, მაგრამ არსებობს აბსოლუტური ალბათობა, რომ ეს ომი გაიწელება და გაგრძელდება თვეებისა და წლების განმავლობაში. ამიტომ, ახლა ჩვენ ნატოში და ალიანსის წევრი ქვეყნები ვემზადებით გრძელვადიანი დახმარების გასაწევად. ჩვენ უკრაინას დავეხმარებით ძველი საბჭოთა ტექნიკიდან ახალ აღჭურვილობაზე გადასვლასა და ნატოს სტანდარტების სისტემების შეძენაში, რასაც მეტი სწავლება სჭირდება“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

გარდა ამისა, როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, უკრაინა კვლავაც იქნება ნატოს პარტნიორი, რომელსაც დიდად აფასებენ.

„ჩვენ ვთანამშრომლობდით უკარიანასთან მრავალი წლის განმავლობაში მის ჩრდილოატლანტიკურ მისწრაფებებში და მხარს ვუჭერდით მის გზას ნატოს წევრობამდე. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ძალისხმევის მხარდაჭერას. მაგრამ ეს იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენ გვექნება მშვიდობა, როდესაც შევძლებთ ომის დასრულებას, მაშინ რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავსხდეთ და განვიხილოთ უკრაინასთან, როგორი უნდა იყოს უსაფრთხოების მექანიზმები, როგორი სტრუქტურის“,- განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა