შალვა შავგულიძე - საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედებები შეიძლება უსასრულოდ გახანგრძლივდეს

კანონში დაგეგმილი ცვლილებები შესაძლებლობას იძლევა პირად ცხოვრებაში ჩარევა სრულიად გაუმართლებლად, არაბალანსირებული ინტენსივობით მოხდეს და ეს მოგონილი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვით გამართლდეს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის წევრმა შალვა შავგულიძემ “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტზე საუბრისას განუცხადა, რომლიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო.

უფრო მეტიც, როგორც შავგულიძე განმარტავს, კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების უსასრულოდ ჩატარება სსკ-ის 226-ე მუხლით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობა) მიმდინარე გამოძიებაზე ხდება შესაძლებელი.

შავგულიძის ინფორმაციით, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ნებისმიერი საპროტესტო აქციის დროს გამოძიება სწორედ აღნიშნული მუხლით იწყება.

დეპუტატის თქმით, პარლამენტის მიერ ცვლილებების მიღების შემდეგ, გამოძიების ფარგლებში აქციის მონაწილეთა მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედებები შეიძლება, უსასრულოდ გახანგრძლივდეს.

“გაუმართლებლად ფართოვდება იმ დანაშაულთა წრე, რომელზეც შესაძლებელია ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება. გაფართოება უამრავ ისეთ დანაშაულს ეხება, რომელიც თავისი შინარსითა და ხასიათით ასეთი უკიდურესი საგამოძიებო მოქმედების გამოყენებას არ საჭიროებს. საერთაშორისო სტანდარტი არის ის, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედება მხოლოდ მაშინ ტარდება, თუ სხვა საგამოძიებო მოქმედებით გამოძიების ლეგიტიმური მიზნის მიღწევა შეუძლებელია.

ამასთან, ძალიან ბევრ დანაშაულზე შესაძლებელი ხდება, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების ვადა უსასრულოდ გახანგრძლივდეს. გარდა ამისა, გახანგრძლივდეს იმ პირისადმი შეტყობინების ვადა, რომლის მიმართაც ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა.

კომბინაციაში, დანაშაულთა წრის გაფართოება და ასევე ფარული საგმოძიებო მოქმედებების უსასრულობამდე გაგრძელება, აჩენს რისკებს, რომ პირად ცხოვრებაში არალეგიტიმური და გაუმართლებლად დიდი ინტენსივობით ჩარევა მოხდება. კანონში დაგეგმილი ცვლილებები ბალანსს არღვევს“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

“სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების პროექტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონის პროექტი 77 ხმით, 8-ის წინააღმდეგ მიიღეს.

პროექტით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებული ვადები ხანგრძლივდება, ხოლო დანაშაულთა წრე, რაზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იქნება დასაშვები, იზრდება.

ამასთან, იცვლება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის შეტყობინების წესი.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ