ევროპის ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით ვებინარი გაიმართა, რომელიც  ონლაინ დავის გადაწყვეტის მექანიზმების ელექტრონული ხელსაწყოების გამოყენებას და პროცედურებს მიეძღვნა

ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL) ორგანიზებით ვებინარი გაიმართა, რომელიც ონლაინ დავის

გადაწყვეტის მექანიზმების ელექტრონული ხელსაწყოების გამოყენებას და პროცედურებს მიეძღვნა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ინფორმაციით, ღონისძიება გახსნა ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL) პრეზიდენტმა - მარია სლაზაკმა და ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL) მედიაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა, რომელიც ამავდროულად არის საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე. აღნიშნულ ვებინარს მოდერირება გაუწია ირაკლი ყანდაშვილმა, სადაც მან კიდევ ერთხელ აღნიშნა და ხაზი გაუსვა მედიაციის როლს და მნიშვნელობას საერთაშორისო მასშტაბით. ისაუბრა ონლაინ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის მექანიზმის საქართველოში გამოყენებაზე.

ინფორმაციისთვის, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL) ორგანიზებით განხორციელებულ ვებინარში მომხსენებლად მონაწილეობას იღებდნენ ასევე ევროპის ადვოკატთა ასოციაციის წევრები სხვადასხვა იურისდიქციიდან: ბრიტანეთი, პოლონეთი, უკრაინა, ესპანეთი, იტალია.

„საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ მზად არის გააგრძელოს აქტიური თანამშრომლობა და ჩართულობა საერთაშორისო პარტნიორებთან მსოფლიო მასშტაბით“, - ნათქვამია საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა