ეკა ხერხეულიძე - დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის საქართველოდან გაყვანა, თუ ადამიანის სიცოცხლე გვაინტერესებს

უნდა მოვახდინოთ დიდი კონსოლიდაცია იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს გაყვანილი ქვეყნიდან, პოლიტიკური იძულების მწამდა და მწამს, იმიტომ, რომ ასეთი მაგალითები მინახავს, - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ეკა ხერხეულიძემ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერი მსჯელობა და ეჭვები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ არის სააკაშვილი უსაფუძვლოა და თუ ადამიანის სიცოცხლე გვაინტერესებს, მისი საქართველოდან გაყვანა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.

,,ხაზგასმით საუბარია ორგანულ დაავადებაზე, რომლის განკურნებაც ამ პირობებში სრულიად შეუძლებელია. თუ ამას არ ეშველება, შედეგი გაცილებით მძიმე იქნება და უკეთესობა ვერ დაგვხვდება. დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ამ ადამიანის გაყვანა საქართველოდან, თუ გვაინტერესებს ადამიანის სიცოცხლე.

გუშინ ვუსმინეთ კომპეტენტურ ადამიანებს, რომლებმაც საგანგაშოდ მიიჩნიეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ნებისმიერი მსჯელობა და ეჭვები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ არის სააკაშვილი, არის უსაფუძვლო”, - აღნიშნა ეკა ხერხეულიძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია