ანტონიო გუტერეში - მარიუპოლი არის კრიზისი კრიზისში - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ხალხი ,,აზოვსტალის" ქარხნიდან გამოვიყვანოთ

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ ვითარება უკრაინის ალყაში მოქცეულ საპორტო ქალაქ მარიუპოლში არის ,,კრიზისი კრიზისში".

ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე ისაუბრა.

,,ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ხალხი მარიუპოლიდან, ,,აზოვსტალის" ფოლადის ქარხნიდან გამოვიყვანოთ", - განაცხადა გუტერეშმა.

გაეროს გენერალური მდივნის თქმით, მას უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან ,,ინტენსიური განხილვები" ჰქონდა, რათა მარიუპოლიდან ევაკუაცია რეალობად აქციოს.

ამასთან, ჟურნალისტებთან საუბრისას გუტერეშმა დასძინა, რომ რუსეთის შეჭრა არის როგორც უკრაინის ტერიტორიის, ასევე გაეროს წესდების უხეში დარღვევა.

მისი თქმით, გაერო აგრძელებს ბრძოლას, ცეცხლის სრული შეწყვეტისთვის.

გიორგი ბილანიშვილი - სამწუხაროდ, ხელისუფლებას, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის უსაფრთხოებაზე და მომავალზე, არ გააჩნია ფართო ხედვა და ვერ ახერხებს საერთაშორისო მოვლენების განვითარების სწორად აღქმასა და გააზრებას
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველოში აუცილებელია პოლარიზაციის დასრულება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ რთულ საკითხზე შეთანხმება
კავკასიაში პირველი ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა - კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ის პარტნიორობის პერსპექტივები
"ლიბერთიმ" -,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო