უკრაინის თავდაცვის სამინისტრო - რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მსახურებს მკაფიოდ დაევალათ, გაატარონ კამპანია, რომ ახალგაზრდებმა სამხედრო სამსახურისთვის კონტრაქტები გააფორმონ

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მსახურებს მკაფიოდ დაევალათ, რომ რუსი ახალგაზრდების ნათესავებსა და მშობლებს შორის კამპანია გაატარონ, რათა წაახალისონ ისინი და ახალგაზრდებმა სამხედრო სამსახურისთვის კონტრაქტები გააფორმონ.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"ანაფორაში გამოწყობილი პროპაგანდისტები, კრემლის დავალებით ,,რუსული სამყაროს" დოქტრინას ქადაგებენ, რომელიც მართლმადიდებლურ სწავლებას არ შეესაბამება", - ნათქვამია სადაზვერვო სამმართველოს განცხადებაში.

სადაზვერვო სააგენტომ ასევე განაცხადა, რომ აქვეყნებს სასულიერო პირების სახელებს, რომლებიც რუს პროპაგანდისტებთან თანამშრომლობენ.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა