ლევან დავითაშვილმა ინტერნეტის მომავლის თაობაზე დეკლარაციას მოაწერა ხელი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ონლაინ-ფორმატში აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯეიკ სალივანის მასპინძლობით გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, რომლის მსვლელობისას მან საქართველოს სახელით, აშშ-ის, ავსტრალიის, კანადის, ევროკომისიის, იაპონიის და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებთან ერთად, ხელი მოაწერა დეკლარაციას ინტერნეტის მომავლის თაობაზე (Declaration for the Future of the Internet, DFI). ხელმოწერა აშშ - ში, თეთრ სახლში, ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დეკლარაციის მიზანია დემოკრატიული სისტემების მხარდაჭერა და თითოეული მოქალაქის აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა დემოკრატიულ პროცესებში, პიროვნების კონფიდენციალურობის დაცვის უზრუნველყოფა, უსაფრთხო და საიმედო კავშირის შენარჩუნება, ადამიანის უფლებების დაცვა და ონლაინ/ციფრულ ეკოსისტემაში მისი პატივისცემა, თავისუფალი და კონკურენტუნარიანი გლობალური ეკონომიკის უზრუნველყოფა და ა.შ.

ამასთან, დეკლარაციის მხარდამჭერი პარტნიორები თანამშრომლობენ სამოქალაქო საზოგადოებასთან, ინდუსტრიასთან და სხვა შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან დეკლარაციაში ჩამოყალიბებული პრინციპების განხორციელების მიზნით. ისინი ასევე მხარს უჭერენ და ხელს უწყობენ შემდეგი ძირითადი პრინციპების დაცვას: ადამიანის უფლებათა და ძირითადი თავისუფლებები, გლობალურ ინტერნეტზე წვდომა, ინკლუზიური და ხელმისაწვდომი წვდომა ინტერნეტზე, ნდობა ციფრულ ეკოსისტემაში, ინტერნეტის მრავალმხრივი მმართველობა.

26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

ლევან დავითაშვილმა ინტერნეტის მომავლის თაობაზე დეკლარაციას მოაწერა ხელი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ონლაინ-ფორმატში აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯეიკ სალივანის მასპინძლობით გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, რომლის მსვლელობისას მან საქართველოს სახელით, აშშ-ის, ავსტრალიის, კანადის, ევროკომისიის, იაპონიის და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებთან ერთად, ხელი მოაწერა დეკლარაციას ინტერნეტის მომავლის თაობაზე (Declaration for the Future of the Internet, DFI). ხელმოწერა აშშ - ში, თეთრ სახლში, ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დეკლარაციის მიზანია დემოკრატიული სისტემების მხარდაჭერა და თითოეული მოქალაქის აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა დემოკრატიულ პროცესებში, პიროვნების კონფიდენციალურობის დაცვის უზრუნველყოფა, უსაფრთხო და საიმედო კავშირის შენარჩუნება, ადამიანის უფლებების დაცვა და ონლაინ/ციფრულ ეკოსისტემაში მისი პატივისცემა, თავისუფალი და კონკურენტუნარიანი გლობალური ეკონომიკის უზრუნველყოფა და ა.შ.

ამასთან, დეკლარაციის მხარდამჭერი პარტნიორები თანამშრომლობენ სამოქალაქო საზოგადოებასთან, ინდუსტრიასთან და სხვა შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან დეკლარაციაში ჩამოყალიბებული პრინციპების განხორციელების მიზნით. ისინი ასევე მხარს უჭერენ და ხელს უწყობენ შემდეგი ძირითადი პრინციპების დაცვას: ადამიანის უფლებათა და ძირითადი თავისუფლებები, გლობალურ ინტერნეტზე წვდომა, ინკლუზიური და ხელმისაწვდომი წვდომა ინტერნეტზე, ნდობა ციფრულ ეკოსისტემაში, ინტერნეტის მრავალმხრივი მმართველობა.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა