ანტონიო გუტერეში - ბატონო პრეზიდენტო და უკრაინელო ხალხო: ჩვენ არ ვნებდებით - მარიუპოლის მოსახლეობას სამაშველო გზა სჭირდება ჯოჯოხეთის დასატოვებლად

მინდა გითხრათ ბატონო პრეზიდენტო და უკრაინელო ხალხო: ჩვენ არ ვნებდებით, - ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

გუტერეშის თქმით, მარიუპოლის მოსახლეობას სამაშველო გზა სჭირდებათ, რათა ,,ჯოჯოხეთი დატოვონ".

„მინდა გითხრათ ბატონო პრეზიდენტო და უკრაინელო ხალხო: ჩვენ არ ვნებდებით. ჩვენ გავაგრძელებთ ცეცხლის სრული შეწყვეტის მოწოდებას, ასევე გავაგრძელებთ პრაქტიკულ ზომებს სიცოცხლის გადასარჩენად და ადამიანთა ტანჯვის შესამცირებლად. ეფექტური ჰუმანიტარული დერეფნები, საომარი მოქმედებების ლოკალური შეწყვეტა, მშვიდობიანი მოსახლეობისა და დაზარალებულებისთვის უსაფრთხო მარშრუტები. დღეს მარიუპოლის მოსახლეობას სწორედ ასეთი ნაბიჯი სჭირდება. მათ სამაშველო გზა სჭირდებათ ამ ჯოჯოხეთის დასატოვებლად", - განაცხადა გუტერეშმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო