ვოლოდიმირ ზელენსკი - ერთად შეგვიძლია რუსული აგრესია შევაჩეროთ და ევროპაში თავისუფლება საიმედოდ დავიცვათ

ბაიდენმა დღეს სამართლიანად თქვა, რომ ეს ნაბიჯი არ არის იაფი, მაგრამ რუსეთის აგრესიის უარყოფითი შედეგები უკრაინისა და დემოკრატიის წინააღმდეგ იმდენად მასშტაბურია მთელი მსოფლიოსთვის, რომ შეერთებული შტატების ეს მხარდაჭერა აუცილებელია, - აშშ-ის მიერ უკრაინის დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადების საპასუხოდ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, პარტნიორებთან ერთად, რუსული აგრესიის შეჩერება შესაძლებელია.

,,დღეს ჩვენ, ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი თავდაცვისთვის მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს. შეერთებულმა შტატებმა უკრაინის მხარდაჭერის ახალი პაკეტი, 33 მილიარდი დოლარის ოდენობით მოამზადა. შეერთებული შტატების მხრიდან, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და მე ამისთვის, ამერიკელი ხალხისა და პირადად პრეზიდენტ ბაიდენის მადლობელი ვარ. პრეზიდენტმა ბაიდენმა დღეს სამართლიანად თქვა, რომ ეს ნაბიჯი არ არის იაფი, მაგრამ რუსეთის აგრესიის უარყოფითი შედეგები უკრაინისა და დემოკრატიის წინააღმდეგ იმდენად მასშტაბურია მთელი მსოფლიოსთვის, რომ მათთან შედარებით, შეერთებული შტატების ეს მხარდაჭერა აუცილებელია. ჩვენ ერთად, რა თქმა უნდა შეგვიძლია, რუსული აგრესია შევაჩეროთ და ევროპაში თავისუფლება საიმედოდ დავიცვათ", - განაცხადა ზელენსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა