პრეზიდენტი ელჩის გაწვევაზე - ვფიქრობ, ამას გარკვეული პოლიტიკური ელფერი აქვს, რაც შიდა ქართულ პოლიტიკასთან არის დაკავშირებული და ზოგიერთი ქართული ოპოზიციური პარტიის კავშირებთან ზოგიერთ უკრაინელ ლიდერთან

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ უკრაინის მიერ საქართველოს ელჩის გაწვევას „გარკვეული პოლიტიკური ელფერი აქვს“. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Foreign policy-სთან ინტერვიუში ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ისაუბრა.

,,მე ვფიქრობ, რომ ამას გარკვეული პოლიტიკური ელფერი აქვს, რომლებიც შიდა ქართულ პოლიტიკასთან არის დაკავშირებული და ზოგიერთი ქართული ოპოზიციური პარტიის კავშირებთან, ზოგიერთ უკრაინელ ლიდერთან“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ჟურნალისტმა სალომე ზურაბიშვილს ჰკითხა, რას გულისხმობდა ამაში, რაზეც საქართველოს პრეზიდენტმა განმარტა:

„კარგი, მე ვფიქრობ, რომ არის გარკვეული წინააღმდეგობები... მაგრამ ეს არ არის ის, რის გამჟღავნებასაც ვისურვებდი, რადგან ვფიქრობ, რომ ამ დროს ჩვენ რაც შეიძლება მჭირდრო ურთიერთიერთობა გვჭირდება უკრაინასა და საქართველოს შორის.

არის საკითხი, რომლის განხილვაც არ მიყვარს, მაგრამ აშკარაა, რომ საქართველოში არიან ოპოზიციის ლიდერები, [საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან და ოდესის გუბერნატორთან] სააკაშვილთან დაახლოებული, რომელიც უკრაინაში იყო და იქ, თავისი მეგობრები ჰყავს და ის ცდილობს, საქართველოსა და უკრაინას შორის ძაფების გაბმას, რაც არ მგონია ნამდვილად შესაფერისი მომენტი იყოს", - განაცხადა ზურაბიშვილმა

იხილეთ ვიდეო:პრეზიდენტი ელჩის გაწვევაზე - ვფიქრობ, ამას გარკვეული პოლიტიკური ელფერი აქვს, რაც შიდა ქართულ პოლიტიკასთან არის დაკავშირებული და ზოგიერთი ქართული ოპოზიციური პარტიის კავშირებთან ზოგიერთ უკრაინელ ლიდერთან

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა