ვოლოდიმირ ზელენსკი - 10 რუსი ჯარისკაცი იდენტიფიცირებულია, როგორც ეჭვმიტანილი ბუჩას დანაშაულებში

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 10 რუსი სამხედრო მოსამსახურე გამოვლინდა, როგორც ეჭვმიტანილები "ბუჩაში ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებში".

თავის მიმართვაში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე გამოძიება მიმდინარეობს.

„რუსეთის სახმელეთო ჯარების 64-ე მოტომსროლელი ბრიგადის ათმა სამხედრო მოსამსახურემ, რომელთაც ჩაიდინეს დანაშაული ჩვენი ხალხის წინააღმდეგ კიევის ოლქის ბუჩაში მიიღო ეჭვმიტანილის სტატუსი“,-- განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, ეჭვმიტანილთა გვარები ცნობილია და "დადგენილია, რაც მათ გააკეთეს".

„ჩვენ ვიცით ყველა დეტალი მათ შესახებ და მათი ქმედებები. და ჩვენ ყველას ვიპოვით. ისევე, როგორც ჩვენ ვიპოვით ყველა სხვა რუს ავაზაკებს, რომლებმაც მოკლეს და აწამეს უკრაინელები. ვინც ტანჯავდა ჩვენს ხალხს. ვინ გაანადგურა სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა უკრაინაში“, - განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ პასუხისმგებლობას თავს ვერცერთი აარიდებს.

იხილეთ ვიდეო:ვოლოდიმირ ზელენსკი - 10 რუსი ჯარისკაცი იდენტიფიცირებულია, როგორც ეჭვმიტანილი ბუჩას დანაშაულებში

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა