ეუთო უკრაინაში სადამკვირვებლო მისიას ხურავს

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის განცხადებით, უკრაინაში სპეციალურ სადამკვირვებლო მისიას ხურავს მას შემდეგ, რაც რუსეთმა უარი თქვა მის გაგრძელებაზე.

„ეს გადაწყვეტილება ადვილი მისაღები არ არის. მონაწილე სახელმწიფოებთან პოლიტიკური დიალოგის გზით მოვიკვლიეთ ყველა შესაძლო ვარიანტი სპეციალური სადამკვირვებლო მისიის მანდატის განახლების მისაღწევად, მაგრამ რუსეთის ფედერაციის პოზიციამ სხვა გზა არ დაგვიტოვა, გარდა მისიის დასახურავად ნაბიჯების გადადგმისა“, - აღნიშნა ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ.

ამასთან, ეუთოს გენერალური მდივნის, ჰელგა მარია შმიდის განცხადებით, ეუთო დაუყოვნებლივ დაიწყებს ოპერატიულ, ადმინისტრაციულ და ფინანსურ ნაბიჯებს მისიის რაც შეიძლება პასუხისმგებლობით და ეკონომიურად დახურვის მიზნით, მისიის წევრების უსაფრთხოება კი პრიორიტეტად რჩება.

უკრაინაში ეუთოს მისიამ მუშაობა 2014 წელს დაიწყო. ორგანიზაციის დამკვირვებლების ძირითადმა ნაწილმა ქვეყანა თებერვლის ბოლოს, რუსეთის შეჭრის შემდეგ დატოვა, თუმცა ადმინისტრაციული პერსონალის ნაწილი კვლავ რჩება უკრაინაში. ამასთან, ორგანიზაციის განცხადებით, ოკუპირებულ ლუგანსკსა და დონეცკში უკანონოდაა დაკავებული ეუთოს ადმინისტრაციის ოთხი თანამშრომელი.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი