უკრაინის გენშტაბი - „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე რუსი ოკუპანტები შეტევით ოპერაციებს აგრძელებენ

მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე რუსი ოკუპანტები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე სრული კონტროლის დასამყარებლად და დროებით ოკუპირებულ ყირიმთან სახმელეთო დერეფნის მისაღებად, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, სლობოჟანსკის მიმართულებით, რუსული ძალები აგრძელებენ ძალისხმევას ქალაქ ხარკოვთან პოზიციების შესანარჩუნებლად და ცდილობენ ცეცხლის გახსნით ზიანი მიაყენონ უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფებს გარკვეულ მიმართულებებით.

გენშტაბის ცნობით, „დონეცკისა და ტავრიას მიმართულებით, რუსული ძალები უკრაინის პოზიციებს ცეცხლს უხსნიან არტილერიიდან, ნაღმტყორცნებიდან და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან“.

„რუსი ოკუპანტები აგრძელებენ ჩვენი დანაყოფების ბლოკირებას მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე,“- აცხადებენ გენერალურ შტაბში.

მათივე ინფორმაციით, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება აგრძელებს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების შეზღუდვას, დაკავებებს და ბლოკავს ჰუმანიტარული ტვირთის შეტანას.

ამასთან, გენერალური შტაბი ინფორმაციას ავრცელებს იმ დანაკარგებზეც, რაც გასული დღის განმავლობაში რუსულმა ძალებმა განიცადა.

„უკრაინის დამცველებმა 15 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს: ერთი თვითმფრინავი, 5 საკრუიზო რაკეტა და ოპერატიულ-ტაქტიკური დონის 9 დრონი. უკრაინელმა სამხედროებმა მხოლოდ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მტრის 9 შეტევა მოიგერიეს. განადგურდა 6 ტანკი, ერთი საარტილერიო სისტემა, 12 ჯავშანტექნიკა და ერთი საზენიტო დანადგარი,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს