სალომე ზურაბიშვილი - არ შეიძლება იყოს ლაპარაკი ომის პარტიაზე, ჩემთვის ეს არ არსებობს, ომის მომხრე არავინაა და მინდა პირადად დავიცვა სახალხო დამცველი

საქართველოში არ შეიძლება იყოს ლაპარაკი ომის პარტიაზე. ჩემთვის ეს არ არსებობს, საქართველოში ომის მომხრე არავინაა და მინდა პირადად დავიცვა სახალხო დამცველი, რადგან მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვაშინგტონში გამართული ვიზიტის დროს განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, აშშ-ში გამართული შეხვედრების დროს მიხეილ სააკაშვილის საკითხი არ ყოფილა განხილული.

„ასევე არ შეიძლება საუბრობდნენ იმაზე, რომ საქართველოში სანქციების გვერდის ავლით მიდის რაღაც ფორმის არასანქცირებული ვაჭრობა. ამ საკითხზეც არ ყოფილა არანაირი ეჭვი და მგონი არავის სურს, რომ ჩვენი ქვეყნის გარეთ შევქმნათ ეჭვები, რადგან ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია სამომავლოდ ჩვენი მთავარი დამცველია.

იმ ყველაფრით, რაც თბილისსა და კიევს შორის უხერხულობას, გაუგებრობას და დაძაბულობას ქმნის, სარგებლობს მხოლოდ რუსეთი. ჩვენი დღევანდელი დაცულობა არის, ერთად და სოლიდარულად ყოფნა - როგორც შიგნით უნდა ვიყოთ ერთიანი, ასევე ერთად უნდა ვიყოთ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

იხილეთ ვიდეო:სალომე ზურაბიშვილი - არ შეიძლება იყოს ლაპარაკი ომის პარტიაზე, ჩემთვის ეს არ არსებობს, ომის მომხრე არავინაა და მინდა პირადად დავიცვა სახალხო დამცველი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა