თავდაცვის მინისტრმა რეკრუტებს სამხედრო ფიცის დადება მიულოცა

ახალქალაქში, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში რეკრუტთა საწვრთნელი პირველი ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა სამხედრო ფიცი დადეს.

თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რეკრუტებს კურსის წარმატებით დასრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მიულოცა და საქართველოს წინაშე ღირსეული სამსახური უსურვა.

„გილოცავთ რეკრუტებს, რომლებმაც დღეს ფიცი დადეთ და თავდაცვის ძალების დიდ ოჯახს შემოუერთდით. გისურვებთ წარმატებით გაგეგრძელებინოთ ჩვენი წინაპრებისა და ჩვენი ჯარის მხედრული ტრადიციები. ეს ცენტრი არის პირველი ნაბიჯი, სადაც რეკრუტები ეცნობით სამხედრო საქმეს, თავდაცვის ძალების ღირებულებებს, დისციპლინას და ფიცის დადებით ხდებით ჩვენი სამშობლოს ჯარისკაცები. ზაზა ფერაძე, რომელიც თანამებრძოლისთვის თავგანწირვის მაგალითია, სიმბოლურად გამოხატავს ცენტრის ღირებულებებს“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

რეკრუტებს სიტყვით მიმართა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და ფიცის დადების მნიშვნელოვანი დღე მიულოცა.

რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადება უფროსი სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) ცენტრში ათი კვირის განმავლობაში გაიარეს. მათ ტაქტიკური, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებასთან დაკავშირებული უნარები განავითარეს და საერთო საჯარისო წესდებები შეისწავლეს. დღეიდან ისინი სამხედრო სამსახურს საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გაივლიან.

ღონისძიებაზე სამხედრო მოსამსახურეები დაჯილდოვდნენ უწყებრივი მედლებით - „სამშობლოსთვის თავდადებული“ და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“, ნაწილს კი, სამსახურებრივი მოვალეობის მაღალხარისხოვნად შესრულებისათვის საპატიო სიგელები გადაეცათ.

ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

დღესვე, საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში რეკრუტების ოჯახის წევრებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. ისინი რეკრუტების საცხოვრებელ პირობებს და ბაზის ინფრასტრუქტურას გაეცნენ. სტუმრებმა სამხედრო შეიარაღება და აღჭურვილობაც დაათვალიერეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა