საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს ყაზახეთში გაეცნენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ყაზახეთში პრეზენტაცია გამართა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ ქალაქ ალმათში ყაზახეთის უმსხვილეს ტურისტულ კომპანიებს საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალი გააცნო.

მათივე ცნობით, ალმათში გამართულ ღონისძიებაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი 14 კომპანია მონაწილეობდა. კომპანიების წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს B2B შეხვედრებში, სადაც ყაზახ კოლეგებთან საქართველოში სხვადასხვა სახის ღონისძიებების, კონფერენციებისა და ფორუმების ჩატარების საკითხები განიხილეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა