ნენსი პელოსი - კონგრესი ამაყად დგას საქართველოს ხალხის გვერდით

კონგრესი ამაყად დგას საქართველოს ხალხის გვერდით და ვაგრძელებთ ურყევ მხარდაჭერას მათი სუვერენიტეტის მიმართ რუსული აგრესიის ფონზე, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი „ტვიტერზე“ წერს, სადაც საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ეხმიანება.

„მქონდა პრივილეგია, აშშ-ის კაპიტოლიუმში მიმეღო საქართველოს პრეზიდენტი, მისი აღმატებულება სალომე ზურაბიშვილი,“ - წერს ნენსი პელოსი.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერი „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ დამტკიცებასაც ეხმიანება. მისი მტკიცებით, ამ ნაბიჯით პალატამ დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის უკანონო ოკუპაციის წინააღმდეგია.

„საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ დამტკიცებით, წარმომადგენელთა პალატამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამერიკა რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის უკანონო ოკუპაციის წინააღმდეგია.

ეს ორპარტიული კანონმდებლობა უფლებას იძლევა, დაწესდეს სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც რუსეთის მიერ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების თანამონაწილეები არიან“, - აცხადებს ნენსი პელოსი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა