„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივად შემოსვლის საპროტესტოდ იუსტიციის სახლთან აქცია გამართა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები თბილისის იუსტიციის სახლთან საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა მასობრივ შემოსვლას აპროტესტებენ.

მთავარი ოპოზიციური პარტიის წევრები ხელისუფლებას ამ მიმართულებით ზომებისა და კონტროლის გამკაცრებას სთხოვენ.

აქციის ორგანიზატორის, გიორგი კუპატაძის თქმით, ყოველდღიურად რუსეთის მოქალაქეებზე ასეულობით ბიზნესი და უძრავი ქონება ფორმდება, რამაც, მისივე თქმით, შესაძლოა, საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესება გამოიწვიოს.

„საქართველო ემსგავსება რუსეთიდან გამოსული ხალხის თავშესაფარს, რომელთაც არ სურთ სანქციები შეეხოთ. რეალურად, ჩვენ ვხვდებით რუსული სისხლიანი ფულის სარეცხი მანქანა. ეს დაუშვებელია, რადგან ეს არის გარანტირებული გზა სანქციებისკენ, რაც ამ ქვეყანას დააბრუნებს 90-იან წლებში. თუკი დღეს ეს არაა თითოეული ჩვენგანის პრობლემა, ხვალ, როდესაც სანქციები შეგვეხება, ეს გახდება ყველას პრობლემა - სანქციები ყველას შეგვეხება და ვიცხოვრებთ იმაზე გაცილებით ცუდად, ვიდრე ახლა ვცხოვრობთ.

აუცილებელია, რომ გამკაცრდეს კონტროლი, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული ამ ქვეყნის ინტერესი“, - განაცხადა გიორგი კუპატაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს