ბალტიისპირეთის ქვეყნებში აჭარის პოპულარიზაცია გრძელდება

ბალტიისპირეთში აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია გრძელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, ვილნიუსის შემდეგ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ტურიზმის საკონვენციო ბიუროს წარმომადგენლებმა საქმიანი შეხვედრები ესტონელ ტუროპერატორებთან გამართეს. ტალინში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც 60-მდე ადგილობრივი და ქართული ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი ესწრებოდა, აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების, ასევე საქმიანი ტურიზმის მიმართულებით საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაციები ჩატარდა.

ღონისძიების ფარგლებში ქართველმა და უცხოელმა ტუროპერატორებმა საქართველოში ესტონელი ტურისტების ჩამოყვანის, ერთობლივი ტურისტული პაკეტების შემუშავებისა და ესტონეთში საქართველოს პოპულარიზაციის საკითხებზე იმსჯელეს. ღონისძიებას საქართველოს ელჩი ესტონეთში არჩილ ყარაულაშვილი და ავიაკომპანია “Air Baltic“-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ესტონეთი ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებთან ერთად იმ ევროპულ მიმართულებებს შორისაა, საიდანაც ბათუმში პირდაპირი ფრენები ხორციელდება. ჩარტერული რეისები ტალინი-ბათუმი-ტალინი 2019 წლის ზაფხულის ტურისტულ სეზონზე დაიწყო და ყოველწლიურად ხორციელდება. ესტონეთი აჭარისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტურისტულ მიმართულებას წარმოადგენს, საიდანაც დაინტერესება აჭარის ტურისტული პროდუქტებით ყოველწლიურად იზრდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო